ვიქტორ ამბარცუმიანი
ვიქტორ ამაზასპის ძე ამბარცუმიანი (სომხ. Վիկտոր Համբարձումյան; დ. 5 (18) სექტემბერი, 1908, თბილისი — გ. 12 აგვისტო, 1996) — სომეხი მეცნიერი, თეორიული ასტროფიზიკის ერთ-ერთი დამაარსებელი[25], სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953, წევრ-კორესპონდენტი, - 1939), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943) და პრეზიდენტი (1947), სოციალისტური შრომის გმირი (1968), სსრკ III-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ამბარცუმიანმა 1946 წელს დააარსა ბიურაკანის ობსერვატორია[26][27]. იგი იყო სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეორე პრეზიდენტი (1947-1993) და ასევე 1961-დან 1964 წლამდე იმყოფებოდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამბარცუმიანის გამოკვლევები შეეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფოზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეშე გარეგალაქტიკის ასტრონომიულ პრობლემებს. დაამუშავა პლანეტისებრი ნისლეულების სხივური წონასწორობის თეორია. წამოაყენა ახალი და არასტაციონარული ვარსკვლავების ზედაპირიდან ამოფრქვეული მატერიის მასის განსაზღვრის მეთოდი. განავითარა არასტაციონარული ვარსკვლავებიდან არასითბური პროცესების შედეგად ენერგიის გამოყოფის კონცეფცია. დაადგინა, რომ ცალკეული ვარსკვლავების გამოყოფის შედეგად ვარსკვლავთგროვები იშლება და ამის საფუძველზე შეაფასა ამ გროვათა ასაკი. გამოიკვლია (შ. გორდელაძესთან ერთად), რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქვა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით, რომელთა ზოგიერთი მახასიათებელი თვითონვე განსაზღვრა. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები - ვარსკვლავთა ასოციაციები. შეიმუშავა ბარიონული ვარსკვლავების თეორია. დაადგინა გალაქტიკების ბირთვების კოსმოგონიურუ აქტივობა, რომელიც გრანდიოზულ არასტაციონარულ მოვლენებს იქვევს. ამბარცუმიანის შეხედულებით, რადიოგალაქტიკები არის გიგანტი გალაქტიკების განვითარების ხანმოკლე ეტაპი. ამბარცუმიანი საბჭოთა თეორიული ასტროფიზიკური სკოლის ფუძემდებელია, იყო უცხოეთის სხვადასხვა მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1950). სკკპ წევრი 1940 წლიდან. დაჯილდოებულია სამი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 351.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 3.
- ↑ Massevitch A. G. Viktor Amazaspovich Ambartsumian
- ↑ Ambartsumian R. V. A life in astrophycis. Selected papers of Viktor A. Ambartsumian // Astrophysics — Springer Science+Business Media, 1998. — Vol. 41, Iss. 4. — P. 328–330. — ISSN 0571-7256; 1573-8191 — doi:10.1007/BF02894658
- ↑ Kalloghlian A. T. On the 90th birthday of Academician V. A. Ambartsumian, founder of the journal Astrophysics, at Symposium No. 194 of the International Astronomical Union // Astrophysics — Springer Science+Business Media, 1998. — Vol. 41, Iss. 4. — P. 325–327. — ISSN 0571-7256; 1573-8191 — doi:10.1007/BF02894657
- ↑ Victor Ambartsumian — 2009.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Victor Amazaspovitch Ambartsumian / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ The Modern Physics of Compact Stars — Volkswagen Foundation.
- ↑ Litvinov V. G., Medvedev N. G. Some optimal and inverse problems for orthotropic noncircular cylindrical shells // Journal of Optimization Theory and Applications — Springer Science+Business Media, 1984. — Vol. 42, Iss. 2. — P. 229–246. — ISSN 0022-3239; 1573-2878 — doi:10.1007/BF00934298
- ↑ Armenia famous native sons and daughters
- ↑ Halton C. Arp, Astronomer Who Challenged Big Bang Theory, Dies at 86 // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2014. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://phys-astro.sonoma.edu/brucemedalists/viktor-ambartsumian
- ↑ Une lettre de M. Ambartsoumian / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1979. — P. 8. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ https://ambartsumian.sci.am/membership/other.php
- ↑ https://www.legifrance.gouv.fr/jorf/jo/id/JORFCONT000000018835
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 10.
- ↑ Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносова — რუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
- ↑ Blaauw, Adriaan (1997). „V. A. Ambartsumian (18 September 1908–12 August 1996)“. Journal of Astrophysics and Astronomy. Indian Academy of Sciences. 18: 1–8. Bibcode:1997JApA...18....1B. doi:10.1007/BF02714847. ISSN 0250-6335.
- ↑ Israelian, Garik. „Obituary: Victor Amazaspovich Ambartsumian, 1912 [sic] – 1996“. Bulletin of the American Astronomical Society. 29 (4): 1466–1467. Bibcode:1997BAAS...29.1466I.
- ↑ „In Passing: Victor Amazaspovich Ambartsumian (1908–1996)“. Journal of the Royal Astronomical Society of Canada. 90: 351. 1996.
- დაბადებული 18 სექტემბერი
- დაბადებული 1908
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 12 აგვისტო
- გარდაცვლილი 1996
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- შრომითი მამაცობისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სომეხი ასტროფიზიკოსები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1982)
- საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები
- სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები
- საბჭოთა ასტრონომები
- საბჭოთა ასტროფიზიკოსები
- სსრკ-ის პოლიტიკოსები
- საბჭოთა მეცნიერები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სომხეთის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები